ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი წყალტუბოში და გამგებლის ბედნიერება

წყალტუბოში წმინდა ეკატერინეს სახელობის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემის მოგვარების მიზნით, აღნიშნული ცენტრის გახსნა წყალტუბოს გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის დაპირებას წარმოადგენდა.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ცერებრალური დამბლა, აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი) 20 ბავშვს მოემსახურება.
ინკლუზიური ცენტრის დირექტორის ნინო ნემსიწვერიძის განმარტებით, ცენტრში 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციალები ექვს საათს გაატარებენ, უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, მოემსახურებათ ფსიქოლოგი, მეტყველების სპეციალისტი, სპეციალური განათლების პედაგოგები. აქ იზრუნებენ მათ განვითარებასა და აღზრდაზე, განათლებისათვის ინდივიდუალური პროგრამების შემუშავებასა და შრომითი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებზე. ცენტრის ფუნქციონირებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო, ხოლო თავად დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა.
,,მსგავსი ტიპის დაწესებულებები იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, წყალტუბოში პირველად გაიხსნა. რა თქმა უნდა, ცენტრს ყველანაირი ხელშეწყობა ექნება გუბერნიიდან და მთავრობიდან. მინდა, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება ყველა სხვა მუნიციპალიტეტში გაიხსნას," - განაცხადა იმერეთის გუბრნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
,, ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის გახსნა იყო ჩემი საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ სამყაროსთან ადაპტირების, ცხოვრების გალამაზებისა და სამყაროს სრულფასოვან წევრებად ყოფნის საშუალება,’’- ამბობს წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი.