ქუთაისში ჟურნალისტები გულზე გამოიკვლიეს
თარიღი : 29-09-2015, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, კლინიკა „ლჯ“-ში აქცია მოეწყო. აქციაში, რომელიც ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივითა და კლინიკა „ლჯ“-ის მხარდაჭერით დაიგეგმა, მონაწილეობა ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა მიიღეს.
მედიის წარმომადგენლებს კონსულტაცია კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა და ქუთაისის საკრებულოს წევრმა ზაზა ლომინაძემ გაუწია.
"ქუთაისის მერიის პრესსამსახურთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ეს აქცია. კარგია, რომ საჯარო და კერძო სექტორი ერთობლივი თანამშრომლობით ასეთ კარგ აქციებს გეგმავენ. მზად ვართ ანალოგიურ აქციებში ჩავერთოთ. ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა ქუთაისის მერიის პრესსამსახურს ასეთ კარგ აქციაში ჩართვისთვის," - ამბობს ზაზა ლომინაძე.