სამტრედიის გამგებელი: თითოეულ ოჯახს უნდა ვიცნობდეთ და მათი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის დავალება მისცა. აღნიშნულის შესახებ გამგებელმა სამუშაო თათბირზე განაცხადა.
,,არც ერთ მოქალაქეს და სოფელში მაცხოვრებელს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მათზე არ ვზრუნავთ. ჩვენ თითოეულ ოჯახს უნდა ვიცნობდეთ და მათი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. სოფლის წარმომადგენლები ასრულებენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მითითებებს, ხოლო წარმომადგენელთა სპეციალისტები მათი ზემდგომის დავალებებს. მაქსიმალურ ჩართულობას ვითხოვ თითოეული წარმომადგენლისგან და სპეციალისტისგან. ეს ეხება როგორც ქალაქს, ასევე სოფლებს. ამის მონიტორინგს ჩვენ ვაწარმოებთ. აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არაა საჭირო. ასევე აუცილებელია სოფლის მაჟორიტარ დეპუტატსა და სოფლის წარმომადგენელს შორის მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა არსებობდეს,“-განაცხადა გამგებელმა.