ქალაქის ხელმძღვანელობა ხანდაზმულებს დახმარებას ჰპირდება
თარიღი : 1-10-2013, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ხანდაზმულთა საერთაშორისო კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ხანდაზმულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ღონისძიებას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე დაესწრო. ქალაქის ხელმძღვანელობამ ხანდაზმულების ნამუშევრები შეიძინა და მათ დახმარებას დაპირდა.
„ქალაქი მათ გვერდით არის. თუკი რაიმე პრობლემა აქვთ, მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ და შეძლებისდაგვარად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები,“- ამბობს ლომიძე.
ღონისძიება „წითელი ჯვრის“ საზოგადოების მხარდაჭერით შედგა.