ქუთაისის ოპერის თეატრის პიარი მიმტანის როლში
თარიღი : 29-09-2015, 00:54 | კატეგორია: საზოგადოება

"ერთი დღე მიმტანად," - ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელსაც ქუთაისში, ე.წ. თეთრ ხიდთან არსებული კაფე "თეთრი ქვები" იწყებს. პროექტის არსი შემდეგია: საზოგადოებისათვის ცნობილი სახე ერთ დღეს მიმტანის როლს ირგებს და კაფეში მისულ სტუმრებს ემსახურება. პროექტის პირველი მონაწილე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ანდღულაძეა. მიმტანის პოზიციაზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას ოპერის პიარი 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე შეეცდება.