სამტრედიის სოფელში ჭიდაობის კლუბი გაიხსნა
თარიღი : 28-09-2015, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ბერძნულ -რომაული ჭიდაობით დაინტერესებული პირები სოფელ ტოლებში ადმინისტრაციულ შენობაში, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში ივარჯიშებენ. სოფელში სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს სავარჯიშო ადგილი არ ჰქონდათ, რის გამოც ვარჯიში მწვრთნელის სახლში უწევდათ.
მუნციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ლეჟავამ და მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ ლაშა ორმოცაძემ ტოლებში, ახლადგახსნილი საჭიდაო დარბაზი დაათვალიერეს და ბავშვების ვარჯიშსაც დაესწრნენ. როგორც ირკვევა, სოფელში სპორტის აღნიშნული სახეობის დაუფლების მსურველი ბევრია, თუმცა პირველ ეტაპზე დარბაზში მხოლოდ 20 მომავალი მოჭიდავე ივარჯიშებს.
" სოფელს არაერთი წარმატებული მოჭიდავე აღუზრდია და იმედი გვაქვს, რომ არაერთი მომავალი ჩემპიონიც გვეყოლება,“- ამბობს ტოლების თემის რწმუნებული ალექსი ბოცვაძე.