ქუთაისში, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს
თარიღი : 27-09-2015, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღე.
მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.
"დღევანდელი დღე დიდ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამინებს, რომელბიც გმირულად დაიღუპნენ, ასევე, მომავალ თაობებს გადავცეთ ამ ადამინების პატივისცემა და სიყვარული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სწორად გატარებული პოლიტიკით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.