სპორტული კვირეული 2015-ქუთაისის ადმინისტრაციული ერთეულები ერთმანეთს უპირისპირდებიან
თარიღი : 26-09-2015, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ღია საქალაქო ჩემპიონატი იწყება. სპორტული კვირეული 2015-ასეთია იმ ღონისძიების სახელწოდება, რომელიც 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, სპორტის 5 სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნური გარბენი, ჭადრაკი) გაიმართება.
კვირეულის ორგანიზატორს ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება, ხოლო მიზანს ქალაქში სპორტული კულტურის განვითარება, სპორტული ტრადიციების აღდგენა და სპორტში ხალხის ფართო მასების ჩაბმა წარმოადგენს.
სპორტული კვირეულის გახსნის დღეს ერთმანეთს "გუმათის" ადმინისტრაციული ერთეულისა და "ავტოქარხნის" ადმინისტრაციული ერთეულის საფეხბურთო გუნდები შეხვდებიან.