Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„მეუბნებიან გიჟი და სულელი ხარო,“ - პოლიციელი, რომელიც ზეწოლაზე საუბრობს

თარიღი : 26-09-2015, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ნაილი გამეზარდაშვილი პოლიციაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.
მისი თქმით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირები შეურაცხყოფას აყენებენ.
პოლიციელის თქმით, კოლეგებს სამსახურიდან მისი კვლავ გაშვება სურთ, რის გამოც ცდილობენ გამეზარდაშვილი წყობიდან გამოიყვანონ.
ნაილი გამეზარდაშვილი სამსახურიდან 2011 წელს ფსიქიკური პრობლემების გამო გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოში ლევან სამხარაულის, ჯანდაცვის სამინისტროს და დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 2014 წელს სამუშაოს კვლავ დაუბრუნდა, რადგან სამმა ალეტრნატიულმა ექსპერტიზამ პოლიციელის ფსიქიკური არამდგრადობა არ დაადასტურა.

" გაუსაძლის პირობებში ვმუშაობ. მეუბნებიან გიჟი ხარ, ავადმყოფი ხარ, სულელი ხარო და მე ამ ყველაფერს ვითმენ სამსახურის გამო. ჩემი თავიდან მოშორება სურთ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოიფიქრეს. თითქმის ორი ათეული წელია პოლიციაში ვმუშაობ, ჩემს საქმეს კეთილსინდისიერად ვემსახურები ვერ გავიგე რა უნდათ ჩემთან. გენერალურ ინსპექციას მივმართე რამდენჯერმე, თუმცა მათგან არავითარი რეაგირება ყოფილა,"- ამბობს ინსპექტორ-გამომძიებელი ნაილი გამეზარდაშვილი.

პოლიციელის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ ნაილი გამეზარდაშვილის ადვოკატები ნიკოლოზ კანკავა და ზაირა ფრუიძე.

" სხვადასხვა ექსპერტიზის პასუხები გვაქვს, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციელ ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. სამხარეო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები კი ქალბატონ ნაილის კვლავ გიჟს და არაადეკვატურს ეძახიან. უნდათ სპეციალურად გააღიზიანონ, რომ შემდეგ მისი სამსახურიდან გაშვების საბაბი ჰქონდეთ,"- ამბობს ადვოკატი ზაირა ფრუიძე.

"პოლიციაში ისევ ძველი კადრები მუშაობენ და სურთ მათთვის მიუღებელი თანამშრომლებისგან გაიწმინდოს პოლიცია. მაგრამ სასამართლოს ძალით აღდგენილ თანამშრომელს სამსახურიდან გაშვებით არ უნდა ემუქრებოდნენ,"- აცხადებს ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ პოლიციელის ნაამბობით შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.
"ნებისმიერ სამსახურში ეს იქნება სამართალდამცავი ორგანო, თუ სხვა სამსახური, აკრძალულია და დაუშვებელია ზეწოლა თანამშრომელზე. ეს იქნება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება,"- აცხადებს საია-ს ადვოკატი ზაალ გორგიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 3811-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც Topnews.com.ge-ს სამართალდამცველმა ნაილი გამეზარდაშვილმა განუცხადა, ის მისმა კოლეგამ ქეთევან წიკლაურმა საპირფარეშოში
"2005 წლიდან დღემდე პოლიციაში გაიცა ასობით ათასი ლარის პრემია. მე დეტალურად გამოვითხოვ ინფორმაციას თუ ვისზე იცემოდა და იცემა
ტყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის უფროსებმა ერთამენთი ხელჯეტებით სცემეს.
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას
ამ განცხადებას ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი აკეთებს.