Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მუნიციპალური ძაღლსაფარის კეთილმოწყობა ახალ წლამდე მოხდება

თარიღი : 25-09-2015, 22:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული ე.წ. მაწანწალა ძაღლების მოვლა-პატრონობა ააიპ "სპეციალურ სერვისებ"-ს დაევალა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური თავშესაფრის მოწყობა და პატრონის გარეშე დარჩენილი შინაური ცხოველების ცივილური მეთოდებით ადამიანებისათვის უსაფრთხოდ გადაქცევა.

"სპეციალური სერვისები"-ს დირექტორი გელა გაგუა ამბობს, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება შპს "მეგობართან", რომელსაც ავტომშენებლის ქუჩაზე ძაღლებისათვის შესაბამისი თავშესაფარი აქვს მოწყობილი.

"უკვე ახალი წლისთვის თავშესაფარი იმ ფორმით გვექნება, რასაც კარგი თავშესაფარი ჰქვია. ადგილზე უნდა გაკეთდეს ლაბორატორია. ძაღლის დაძინება ექიმისა და ლაბორატორის დასკვნის საფუძველზე მოხდება. ძაღლი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაჩერდება თავშესაფარში, ამის შემდეგ გაუკეთდება ბირკა და გარეთ გამოუშვებენ. თავშესაფრიდან ქუჩაში გამოსული ძაღლი აღარ გამრავლდება. ჩვენ უკვე სექტემბრიდან ვმუშაობთ და 200 ძაღლამდე დავიჭირეთ," - ამბობს გელა გაგუა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისში 1 500-მდე მაწანწალა ძაღლია. აქედან 600 ძაღლი აცრილია. როგორც "სპეციალურ სერვისებ"-ში აცხადებენ, ეტაპობრივად მოხდება დანარჩენი ძაღლის დაჭერა და აცრა.


ნანახია: 2516-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
თავშესაფარი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში განთავსდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მაწანწანლა ძაღლების თავშესაფრის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის შედეგები
ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებას 'სპეციალურ სერვისებში' ეხმიანებიან. 'თავისუფალი საქართველოს'
ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისების' ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს თავშესაფრიდან ცხოველების

ამინდი