ქუთაისის მერია მთის კურორტზე 90 ახალგაზრდას დაასვენებს

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წლის 26სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის ბანაკი მთის კურორტზე მოეწყობა. ბანაკის მიზანია - აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენა, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, მათი მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეხვდა. ახალგაზრდები ბანაკის პროგრამასა და შინაგანაწესს გაეცნენ. ბაკურიანის ბანაკში 90 ახალგაზრდა ორ ნაკადად გაემგზავრება.
“გართობასთან ერთად მნიშვნელოვანია მოზარდების დამეგობრება და ტრენინგ- სემინარებით განათლების გაღრმავება. ისინი ასევე ისწავლიან პროექტების წერასა და ფონდების მოძიების გზებს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მათი გადამზადება,“- განაცხადა შოთა მუღულიამ.