ქუთაისში ნარდის ტურნირში 35 შშმ პირი ჩაერთო
თარიღი : 25-09-2015, 20:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სპორტის სასახლეში ნარდში გოჩა ქვარიანის სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირის მიმდინარეობას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ. ტურნირი, რომელიც იმერეთის რეგიონს მოიცავს, ქუთაისში მეორე წელია იმართება. მასში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იღებენ. მიმდინარე წელს ტურნირში 35 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ჩაერთო.
ცნობისთვის, გოჩა ქვარიანი ნარდში საქართველოს ჩემპიონი იყო. აღნიშნული ტურნირი ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
ცნობისთვის, გოჩა ქვარიანი ნარდში საქართველოს ჩემპიონი იყო. აღნიშნული ტურნირი ქუთაისის მერიამ დააფინანსა.