ქუთაისში თირკმლის დაავადებების გამოსავლენად უფასო გამოკვლევები დაიწყო
თარიღი : 25-09-2015, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში არსებული ნეფროლოგიის ცენტრი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა დაათვალიერეს. ამეტაპზე ცენტრი უფასო გამოკვლევებს ატარებს. გამოკვლევები ქუთაისში თირკმლის ქრონიკული დაავადებების გამოსავლენად 2 დღის მანძილზე გაგრძელდება. პაციენტებს უტარდებათ ექიმი -ნეფროლოგის უფასო კონსულტაცია და ექოსკოპია საშარდე სისტემის, შარდის კლინიკური ანალიზის და სისხლში კრეატინინის (ანუ აზოტის) შესახებ. კვლევის მიზანს თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროული დიაგნოსტირება და პრევენცია წარმოადგენს.