ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალებს ტოვებს და კოალიციას უერთდება?
თარიღი : 1-10-2013, 13:12 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, „ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას მართავს, რადგან მას „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება და „ქართულ ოცნებაში" გადმობარგება სურს.
„შემირცხვენია „ქართული ოცნების" ის ლიდერები, რომლებიც პაატა ლეჟავასთან კონსულტაციებს მართავენ, რომ ყოფილი „ნაციონალი" კოალიციაში გადმოიყვანონ. შემირცხვენია ივანიშვილი, თუ ეს მან იცის და არ აპროტესტებს. სააკაშვილმა 2003 წლიდან ლეჟავას ვანი ჩააბარა, ვანელების საჯიჯგნად და სულის გასამწარებლად, ეს იცის ყველამ, მაგრამ რატომღაც ახლა არ იხსენებენ. მე მინდა ვუთხრა ლეჟავას, არ დავუშვებ ის შეუერთდეს კოალიციას, რადგან აქ მსგავსი ბინძური პოლიტიკოსებისათვის ადგილი არ არის,"- განაცხადა ლორიფანიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მისთვის უცნობია მართავს თუ არა მათი თანაგუნდელი პაატა ლეჟავა კონსულტაციებს „ქართულ ოცნებასთან." მაჭავარიანის თქმით, ისინი გუშინ ფრაქციის სხდომაზე ერთად იყვნენ და მსგავსი რამ ლეჟავას არ განუცხადებია.