Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქუთაისის ქუჩებში პირუტყვი არ იყოს"

თარიღი : 25-09-2015, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ააიპ „სპეციალური სერვისები“ ქუთაისსა და ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფლებში მაცხოვრებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მათ საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რათა არ მოხდეს პირუტყვის ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილება.

„სპეციალური სერვისები“-ს დირექტორი გელა გაგუა განმარტავს, რომ ქუთაისის ქუჩებში პირუტყვი ძირითადად ქალაქის მარჯვენა დასახლებიდან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯიდან ხვდება. როგორც ირკვევა, პირუტყვს ქალაქში ცენტრალური პარკებისა და სკვერების გარდა, ქუთაისში ახლად მოწყობილი უსაფრთხოების ბილიკებიც იზიდავს.

„ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. პირადადაც შევხვდით პირუტყვის მეპატრონეებს და ავუხსენით. არ გვინდოდა ჯარიმებით დაგვეწყო, მაგრამ ადმინისტრირება აუცილებელია, რასაც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აკეთებს. 20 ლარია ჯარიმა, რაც განმეორების შემთხვევაში გაიზრდება. ხშირად მეპატრონეებისთვის სახლშიც მიგვყავს პირუტყვი და ვუხსნით, რომ მეტად აღარ გამოუშვან. ჩვენი სამსახური 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქუთაისში ის პრობლემა, რასაც ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰქვია, არ არსებობდეს,“ - ამბობს გელა გაგუა.


ნანახია: 2634-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება.
"სპეციალური სერვისები" ქუთაისში, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მსხვილფეხა რქოსდან პირუტყვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილდება.
დაკავებული პირუტყვი მერიის ააიპ 'სპეციალური სერვისების' თანამშრომლებმა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ "სპეციალურ

ამინდი