იმერეთის გუბერნატორის დაწურული ღვინო და მრავალჟამიერი თერჯოლაში

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი კოოპერატივი გახსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილი კოოპერატივები ყურძნის მოსავალს მიმდინარე წელს პირველად იღებენ.

კოოპერატივების საქმიანობას გუბერნატორთან ერთად მედიისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ. მხარის გუბერნატორმა სოფელ ზედა საზანოში არსებულ ღვინის მეურნეობაში ყურძნის დაწურვის პროცესში მიიღო მონაწილეობა, ხოლო კოოპერატივ "თერჯოლის ღვინო"-ში კოოპერატივის მიერ დამზადებული ღვინის დაგემოვნების შემდეგ, სუფრის წევრებთან ერთად ამღერდა.
ცნობისთვის, გივი ჭიჭინაძე ანსამბლ "ქართული ხმები"-ს სოლისტი იყო.