Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავალებენ თუ არა მოსწავლეებს ფულის აკრებას საჯარო სკოლებში?

თარიღი : 25-09-2015, 00:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საჯარო სკოლებში ფულის შეგროვების შემთხვევები იშვიათია.

იმ გამოკითხულთა 14%, რომელთა ოჯახის წევრიც საჯარო სკოლაში სწავლობს, აღნიშნავს, რომ უახლოესი 12 თვის განმავლობაში სკოლაში რაიმეს შესაძენად ან შესაკეთებლად ფული შეუგროვებია. 19% კი მიუთითებს, რომ ფული მასწავლებლებისთვის საჩუქრის შესაძენად შეუგროვებიათ. თუმცა, გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები იშვიათია.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში კვლავ საკმაოდ ხშირია მოსაწავლეების რეპეტიტორებთან მომზადება. რეპეტიტორებთან საჯარო სკოლის მოსწავლეების მეოთხედზე მეტი ემზადება; ზოგ შემთხვევაში იგივე პედაგოგებთან, რომლებიც მათ საჯარო სკოლებში ასწავლიან.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთვის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2015 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 1,867 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა. პასუხების ცდომილების ზღვარი, საშუალოდ, 3.7%-ია. მონაცემები რეპრეზენტატულია მთელი საქართველოსთვის.


ნანახია: 2504-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 ადამიანი გამოიკითხა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ძლიერმა სკოლამ ქუთაისის საჯარო სკოლებში პრობლემები შექმნა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.

ამინდი