თერჯოლაში ღვინის მწარმოებელი ორი კოოპერატივი ამუშავდა

მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით ამუშავებული ორი კოოპერატივი დაათვალიერეს. "თერჯოლის ღვინო" და "საზანო" საზეიმო ვითარებაში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების ატაშემ გახსნეს. კოოპერატივებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD - ის ფარგლებში 140 600 ლარის ღირებულების ტექნიკური დახმარება მიიღეს.
კოოპერატივები: "საზანო" და "თერჯოლის ღვინო" უახლოეს მომავალში ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოიხმება. მათი წარმოების მოცულობა პირველ წელს 3 450 ლიტრი იქნება. აღნიშნული კოოპერატივები რეგიონში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას შეუწყობენ ხელს.
კოოპერატივ "თერჯოლის ღვინო"-ს დირექტორი გოგიტა მაკარიძე ამბობს, რომ ღვინის ბიზნესში 2009 წლიდან არის ჩართული. მთავარ პრობლემად მევენახე მცირემიწიანობას ასახელებს.
"მიმდინარე წელს 8 ტონამდე ღვინის მოსავალს ველოდებით. გვყავს ჩვენი კლიენტები. 18 000 ბოთლი გაგვაქვს იაპონიაში, ამერიკაში და იტალიაში მოთხოვნა ნაკლებია. 85 000 ლარი მაქვს ჩადებული ამ ბიზნესში. ვშრომობთ, ვწვალობთ, მადლობელი არავინ არის," - ამბობს მაკარიძე.
ღვინის დამზადებით დაკავებული პირები თერჯოლაში ყურძნის მოსავლის ნაკლებობაზე საუბრობენ. აღნიშნულის მიზეზად კი გვალვებს ასახელებენ. მეწარმეები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მათი შრომითა და გარემო პირობების ხელშეწყობით, ყურძნის მოსავალი და შსაბამისად, შემოსავალი გაიზრდება.
ცნობისთვის, ჩეხური ორგანიზაცია "People in Need" - ისა და პროგრამა ENPARD – ის საგრანტო სქემა სოფლის მეურენობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეურნეობის კოოპერატივების შემოსავლების ზრდას ისახავს მიზნად.