ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად მამაკაცები ხდებიან-კამპანია ტრეფიკინგთან საბრძოლველად
თარიღი : 24-09-2015, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, ქუთაისსში საინფორმაციო კანპანია დაიწყო. კამპანია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათ ინფორმირებასა და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობას.
პროექტს-"რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში"-საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში არსებული პრესის, ტელე-რადიო მაუწყებლობებისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებისთვის დღეს გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას რეგიონული მედიის ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
"ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ პირველი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გავმართეთ. დღესვე, იუსტიციის სახლში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვხვდებით. ტრეფიკინგთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქში გავმართავთ და საინფორმაციო კამპანია საერთო ჯამში სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება," - განაცხადა რეგიონული მედიის ასოციაციის კოორდინატორმა ნატო გუბელაძემ.
იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველმა ქეთი სარაჯიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან სახელმწიფოს მხრიდან ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2006 წელს შეიქმნა და ამ დროიდან ფუნქციონირებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო. უფლებადარღვეულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებისა და დაცვის სახელმწიფო ფონდს. სახელმწიფო იცავს ტრეფიკინგის მსხვერპლთ, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით, აღმოუჩენს იურიდიულ დახმარებას და მისცემს კომპენსაციას (1000 ლარის ოდენობით).
შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს 2014-2015 წლების ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნეს. როგორც ირკვევა, დაზარალებულები ძირითადად მამაკაცები არიან. ჟურნალისტებს ასევე ჩაუტარდათ მცირე ტრენინგი სახელწოდებით "როგორ გავაშუქოთ ტრეფიკინგი", სადაც საუბარი იყო იმ ნიუანსებზე, რაც ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აღნიშნულ თემაზე მუშაობისას.
ცნობისთვის:
ტრეფიკინგის მსხვერპლმა დასახმარებლად შეიძლება მიმართოს:
ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდი;
(+995 32)2 100229
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ცხელი ხაზი;
(+995 32)2 411 716
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს ცხელი ხაზი
(+995 32) 2 945 050.
თამუნა სხულუხია