მეტალურგიულ ქარხანა "ჰერკულესს" უზენაესმა სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა
თარიღი : 1-10-2013, 12:49 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა

ქუთაისში მდებარე მეტალურგიულმა ქარხანა „ჰერკულესმა“ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო. საწარმოსგან ყოფილი თანამშრომლები--ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე და მალხაზ გოგიავა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და კომპენსაციის სახით ერთი წლის ხელფასს ითხოვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ჰერკულესის“ თანამშრომლების სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. რის შემდეგაც საწარმოს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო სააპელაციოში დავის წაგების შემდეგ, საქმემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც მეტალურგიული საწარმოს მოთხოვნა არ გაიზიარეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი იობიძე, მალხაზ გოგიავა და ემილო გუმბერიძე ქარხნიდან 2011 წლის სექტემბრის აქციების შემდეგ გაათავისუფლეს. საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციისაგან სამუშაოები პირობების გაუმჯობესებას ითხოვსნენ, რისთვისაც აქციებს მართავდნენ.
„რა იქნებოდა საბოლოოდ არავინ არ ვიცოდით. ვაპირებთ სამსახურში დაბრუნებას და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. ქარხანაში ის ცუდი პირობები რაც არსებობს, უნდა გამოსწორდეს,“ - ამბობს ირაკლი იობიძე.