ქუთაისის მერიამ სტუდენტებს ტაო კლარჯეთში ექსპედიცია დაუფინანსა
თარიღი : 24-09-2015, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მერთან შეხვედრაზე ის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციაში ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით მოხვდნენ.
დიალექტოლოგიური პრაქტიკის გასვლითი ტური საქართველოს უძველეს მხარეში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის 20-მა სტუდენტმა გაიარა. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და ეკა დადიანის ხელმძღვანელობით სტუდენტები 11 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ადგილობრივ თანამემამულეებს, იწერდნენ დიალექტიკურ ტექსტებს, მეტყველების ნიმუშებს, ეცნობოდნენ წეს-ჩვეულებებს. მათ მოინახულეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ქრისტიანული ძეგლები.
ექსპედიცია აგვისტოს თვეში განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა იმერხევსა და ტაოში მცხოვრებ ქართველებთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების მოძიებას.