Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ცხოველებს უფასოდ აცრიან

თარიღი : 24-09-2015, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.

ვაქცინაცია შემდეგ მისამართებზე ჩატარდება:

თბილისში - ვაკის პარკი; დიდუბე - ექსპო ჯორჯიას ტერიტორია; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში);

ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);

ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი);

თელავში - ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან;
რუსთავში - იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი;

ახალციხეში - ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი);

მცხეთაში - აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი);

გორში - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ;

ბათუმში - გოგებაშვილის 46ა;

ოზურგეთში - ვ.დოლიძის N10;

ამბროლაურში - ბრატისლავა - რაჭის 17ა.

ცნობისთვის, ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით გადადის. ცოფით ავადდება ადამიანიც.
ცხოველების დასაცავად აუცილებელია მათი ყოველწლიური ვაქცინაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 291 91 68.


ნანახია: 1864-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

ამინდი