რა ხდება იმერეთში? 24.09.2015
თარიღი : 24-09-2015, 00:10 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

11:00 საათი: ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, ქუთაისში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს - „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში არსებული პრესიის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართება. მის: ქუთაისში, პრესის სახლში, მეოთხე სართულზე.
13:00 საათი- თერჯოლაში, გამგეობის შენობის წინ გასვლითი ტური დაიწყება. ტური, რომელშიც მონაწილეობას მედიის წარმომადგენლები იღებენ, ღვინის წარმოების გახსნის ცერემონიას ეძღვნება.
15:00 საათი- ქუთაისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანია მიგრაციით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სანდო და უახლოესი ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხებზე:საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, დასაქმების შეთავაზების სანდოობა; სავიზო პროცედურები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი; სწავლა საზღვარგარეთ და გაცვლითი პროგრამები; მიგრანტების უფლებები და მოვალეობები; არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი პრევენცია; სარეინტეგრაციო დახმარება სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.