ქართველების გამარჯვება-რესტორანი ძველი ქალაქი ამერიკის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

თბილისში მდებარე რესტორანი „ძველი ქალაქი“ ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ რესტორნებს შორის, რომელიც ნიუ იორკში ოქროს უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა. საერთაშორისო ხარისხის სამიტზე სულ 5 ჯილდო განაწილდა. აქედან სარესტორნო სფეროს მხოლოდ ერთი ჯილდო შეხვდა, რომელიც ქართულმა რესტორანმა "ძველმა ქალაქმა“ აიღო.
ნიუ იორკში გამართული ყოველწლიური სამიტის ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაცია -„ბიზნეს ინიციატივების მიმართულებებია“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის ყველა დარგში ხარისხის შეფასების მიზნით კვლევებს 1986 წლიდან ახორციელებს. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ საქმიანობაში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის მსოფლიოს 179 ქვეყანაში მოქმედი მრავალი კომპანია დააჯილდოვა.

„ბიზნეს ინიციატივების მიმართულებები“-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო ხარისხის სამიტის ჯილდო კონკრეტული ბიზნეს სექტორის ლიდერთა შორის ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ. უმაღლესი ჯილდოს პრეტენდენტი კომპანიის საქმიანობის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები კი ძალიან მკაცრია. კვლევა, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, კონკრეტული კომპანიის საქმიანობის აბსოლუტურად ყველა ნიუანსს მოიცავს 100%-იანი შეფასების შკალით. შესაბამისად, ვიდრე “ძველი ქალაქი“ ყოველწლიურ, რიგით 29-ე საერთაშორისო ხარისხის სამიტზე ოქროს კატეგორიის უმაღლეს ჯილდოს მიიღებდა, ფარული შემოწმება აღნიშნული რესტორნის მსგავსად, თბილისში არსებულმა ყველა რესტორანმა გაიარა, თუმცა ის კრიტერიუმები, რომლებიც კერძების გემოვნებას, შიდა ინტერიერის გამართულობასა და მომსახურების ხარისხს შეეხებოდა, მხოლოდ „ძველმა ქალაქმა“ დააკმაყოფილა.
„ეს ჯილდო 6 წელიწადში ერთხელ გაიცემა. არ ველოდებოდით ასეთ ჯილდოს, რადგან კონკურენცია დიდი იყო. სპეციალური ჯგუფი ამოწმებდა რესტორანს ოღონდ ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდით ეს ჯგუფი როდის იმყოფებოდა რესტორანში,“ - ამბობს შპს "პი ემ ჯი"-ს დამფუძნებელი და "ძველი ქალაქი"-ს დირექტორი პაატა რეხვიაშვილი.

რესტორან „ძველ ქალაქს“ სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. სამშობლოში ბიზნესის კეთების სურვილი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული იყო ძირითადი მოტივაცია, რის გამოც „ძველი ქალაქის“ მფლობელმა ახალგაზრდა, წარმატებულმა ბიზნესმენმა ამერიკაში ასევე წარმატებულ ბიზნესზე უარი თქვა და სამშობლოში დარუნდა.
„ამერიკაში დარჩენას არც ვაპირებდი, რადგან ძალიან მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი და საქართველოში საქმის კეთება. რესტორანში ყოველდღიურად ვეგმავთ სიახლეებს. სწორი მენეჯმენტი და მომსახურების მაღალი ხარისხი საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ იმ დიდ კონკურენციას, რომელიც საქართველოში რესტორნების ბიზნესშია. ნიუ- იორკში მიღწეული წარმატება და ოქროს თასი კი ჩვენთვის კიდევ ერთი სტიმულია, რათა „ძველი ქალაქი“ მუდმივად ლიდერის პოზიციაზე იმყოფებოდეს,“ - ამბობს პაატა რეხვიაშვილი.