"ტორპედო"-ს ვეტერან ფეხბურთელს იუბილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს
თარიღი : 23-09-2015, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერან ფეხბურთელს ავთანდილ წვერავას დღეს 70 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე მას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა. მილოცვას იმერეთის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და საკრებულოს დეპუტატებიც შეუერთდნენ. შეხვედრაზე ასევე ლეგენდარული მცველის შესახებ იუზა კაციტაძის მიერ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.
ავთანდილ წვერავა 1945 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ფეხბურთს 10 წლის ასაკიდან თამაშობდა. 1963 წელს იგი „ტორპედოს“ გუნდის წევრი ხდება, სადაც 11 წელი ითამაშა, ბოლო ხუთი სეზონი კაპიტნის რანგში. მის ანგარიშზეა 300 მატჩი. ფეხბურთელის კარიერა მან 1974 წელს დაასრულა. 1966 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. მასვე მიეწერება ქალაქში პირველი ბავშთა საფეხბურთო კლუბის“დინამო-92“-ის ჩამოყალიბება. იგი ავარჯიშებდა როგორც ქუთაისის, ასევე საქართველოს ექიმ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც 1993 წელს ფრანგულ ქალაქ ევიანში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დღესდღეობით ავთანდილ წვერავა ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზის დირექტორია. არის საზოგადოება “ქუთაისელი“-სა და „ბაღისკიდის“ აქტიური წევრი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.