ქუთაისის მერიამ აქციის ფარგლებში შაქრის საზომი აპარატები დაარიგა
თარიღი : 23-09-2015, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქალაქში მცხოვრებ დიაბეტით დაავადებულ, სოციალურად დაუცველ ოც მოქალაქეს შაქრის საზომი აპარატები დაურიგეს. აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივმა შ.პ.ს. „ალიანსი მედიცინასთან“ ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს საჩუქრად გადასცა. სოციალურმა სამსახურმა შაქრის საზომი აპარატები იმ მოქალაქეებისთვის განსაზღვრა, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ და შეძენას ვერ ახერხებენ. ქუთაისის მერია მსგავსი სახის აქციებს პერმანენტულად მართავს.