სამტრედიაში წარმოებულ სალათის ფურცელს პრემიუმ სასტუმროები ითხოვენ
თარიღი : 23-09-2015, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „იმერეთი გრინერი" წარმოებას ზრდის და მომავალი წლიდან კიტრის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და ბადრიჯნის წარმოებას იწყებს.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სალათის ფურცლებს აწარმოებენ, რაზეც მოთხოვნა დიდია. დავით ჩხეიძის თქმითვე, კომპანიის სალათის ფურცლები ჰიპერმარკეტ „კარფურში" იყიდება და მისი ფასი 75 თეთრია. ამას გარდა, პროდუქციას სასტუმროებსა და რესტორნებს აწვდიან, მათ შორის „შერატონს", „რედისონსა" და „ჰილტონს".
ჩხეიძე ამბობს, რომ საქართველოში სალათის ფურცლები ძირითადად თურქეთიდან შემოდის და მათი კომპანიის პროდუქციამ იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა.
„იმერეთი გრინერი"- ს წარმოების გასაფართოებლად კონსტრუქცია ჰოლანდიიდან ჩამოაქვს და პირველი იანვრისთვის ჰექტარ-ნახევარი სიდიდის სათბური გაეშვება ექსპლუატაციაში. პროექტისთვის ინვესტიციას ჰოლანდიური მხარე ახორციელებს. დავით ჩხეიძის განცხადებითვე, მას შემდეგ რაც ადგილობრივი ბაზრის ათვისება მოხდება, კომპანია ექსპორტზეც იფიქრებს. „იმერეთი გრინერი"-ს სალათის ფურცელი თანამედროვე ტექნოლოგიით ჰიდროფონული სისტემით მოყავს, რაც მავნე დანამატებს სრულად გამორიცხავს. კომპანიის სათბური სამტრედიაში მდებარეობს და ადგილზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია ბაზარზე 2014 წლის დეკემბერში გამოვიდა. „იმერეთი გრინერი" ნაწილობრივ ჰოლანდიის მთავრობის გრანტით, ნაწილობრივ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა.
commersant.ge