Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინცინდენტი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში არსებულ საზიარო საპირფარეშოში

თარიღი : 23-09-2015, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის წინ, ქალაქის მთავარ ბულვარში არსებულ საპირფარეშოში, რომელიც ქალაქის მერიის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, მხოლოდ ქალების განყოფილება მუშაობს.

http://topnews.com.ge/photo/news/1442994960.jpg


ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცებს და ქალბატონებს დროებით ერთ საპირფარეშოში მოუწევთ შესვლა, რადგან საპირფარეშოს შენობის იმ ნაწილში, რომელიც მამაკაცებს უნდა მომსახურებოდა, საკანალიზაო ქსელი მწყობრიდან გამოვიდა.

"ასეთი არაფერი მინახავს. ვიფიქრე, ძლივს რაღაც გახსნა მერიამ-თქო და ქალების მხრიდან შემიშვეს. ატეხეს ქალებმა კივილი რა უნდა ამ კაცს აქო. იქ ვიღაც მეთვალყურე ქალბატონი იყო და ასე გვიპასუხა: ვიდრე კაცების განყოფილება გაიხსნება, მანამ აქ იმიტომ ვარ, კაცები და ქალები მორიგეობით შეგიშვათო,"- აცხადებს ქუთაისის მკვიდრი.

ცნობისთვის, ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში არსებული საპირფარეშოები წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. საპირფარეშოების ამუშავების გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ობიექტები მერიის ბალანსზე გადმოვიდა.


ნანახია: 4430-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების კეთილმოწყობას იწყებს.
ცვლილება რეორგანიზაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ამინდი