Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თარიღი : 23-09-2015, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
პატიმარ ნუგზარ ჩელებაძეს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, ჩელებაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პატიმრის უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტაქსის მძღოლის ყაჩაღობას ედავებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ტაქსის მძღოლს უთხრა, ფული თუ გაქვს, რომ 10 ლარი დამიშალოო. ტაქსის მძღოლს ეგონა, რომ მაყაჩაღებსო და პატრულს დაუძახა. ბათუმის სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყაჩაღობის ბრალდებით გაასამართლა და 5 წელი მიუსაჯა. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს“, - აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ცნობისთვის ნუგზარ ჩელებაძის ოჯახის წევრები აქციებს ბათუმსა და ქუთაისში სისტემატურად გამართავენ.


ნანახია: 2316-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ადეიშვილს თავისუფლების ორი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაბაგარის მკვლელობაში ბრალდებულ ორ პიროვნებას 20 წლით, ხოლო ერთს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერაბიშვილზე და ჭიაბერაშვილზე, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების

ამინდი