ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გამორჩეული უნარების მქონე მოსწავლეებს ეძებს
თარიღი : 23-09-2015, 00:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მიმდინარე წელს სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბებას გეგმავს. კლუბის ფუნქციონირების მიზნით ცენტრი აქტიურ და გამორჩეული უნარების მქონე ახალგაზრდებს იწვევს.
"სკოლების და არა მხოლოდ მათ საყურადღებოდ! ჩვენ ვიწყებთ გამორჩეული უნარების მქონე მოსწავლეთა შეკრებას ახალგაზრდულ ცენტრში, რომელთაგან ჩამოვაყალიბებთ სამოქალაქო კლუბს. წევრთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ სხვადასხვა ცნობილ ადამიანთა ლექციებს, ტრენინგებს და მოაწყონ მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება. ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ახალგარზდული ცენტრი გელოდებათ თქვენი აქტიური ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის," - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.