ქუთაისის მერია ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსს თავიდან აცხადებს

ქუთაისის ახალ, ტურისტულ ლოგოსთან დაკავშირებით ქალაქის მერიის ტურიზმის განყოფილება განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ლოგო, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში შექმნილმა კომისიამ კონკურსის შედეგად მოიწონა, არ დამტკიცდა.
"ქუთაისის ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი 38 ვარიანტიდან კომისიის მიერ შეირჩა ერთი, თუმცა არ მომხდარა ლოგოს ოფიციალურად დამტკიცება. კომისიის მიერ შერჩეულმა ლოგომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის გამო ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს შესარჩევ კონკურს რამდენიმე დღეში ხელმეორედ გამოაცხადებს. მერიაში შემოსული ლოგოს ვარიანტები იქნება საჯარო ყველა ადამინს მიეცემა საშუალება შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა,"- ნათქვამია განცხადებაში.