Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მაჟორიტარი ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსს კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას დაპირდა

თარიღი : 22-09-2015, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს წევრი, "გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე, ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკროს N19 ბინის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს ბინაში შექმნილი საყოფაცხოვრებო პრობლემების გაცნობაწარმოადგენდა.

აღნიშნულ ბინაში დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა. მაჟორიტარის დახმარებით ადგილზე გამოცხადდენ ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფის წევრები და პრობლემაც ამ ეტაპზე აღმოიფხვრა, თუმცა აღნიშნული ბინის ეზოში საკანალიზაციო ჭების მოუწესრიგებლობის პრობლემები დიდი ხანია დგას და როგორც მოსახლეობა ამბობს, ასეთი ერთჯერადი ღონისძიებები საქმეს ვერ მოაგვარებს.

ნატო ქათამაძე მოსახლეობას აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლას და წყალმომარაგების კომპანიასთან შუამდგომლობის წერილის საფუძველზე, პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას დაპირდა.

მაჟორიტართან ერთად ბინაში არსებულ პრობლემას გაეცნო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა ასოციაცია "ბათას" თავმჯდომარე ლაშა ხაზარაძე, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მაჟორიტარმა 2 თვის წინ გააფორმა.


ნანახია: 2158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრობლემების გაცნობის შემდეგ, მაჟორიტარი მათ დახმარებას დაპირდა.
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
დაახლოებით ერთი თვეა მოსახლეობა კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
3 წლის წინ ადგილზე წყალგაყვანილობის მილები შეიცვალა, რისთვისაც ქუჩა მთლიანად გადაითხარა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ
ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლის ქეთევან ძოწენიძის განმარტებით, მან არაერთხელ ჩააყენა საქმის კურსში, როგორც გაერთიანების,

ამინდი