სინოპტიკოსები ცხელ სექტემბერს პროგნოზირებენ

თვის ბოლომდე საქართველოში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, სექტემბრის თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გადმოტანა ხდება, რის გამოც სექტემბერი ნორმასთან შედარებით საკმაოდ ცხელი თვეა. ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 36-38 გრადუსიც დაფიქსირდა.
მზიანი, უღრუბლო ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. 27 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში _ 27-32 გრადუსია მოსალოდნელი.
25 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება, ამიტომ ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 24-29 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და 33 გრადუსამდე მიაღწევს.
ipn.ge