ქუთაისში ახალი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
თარიღი : 22-09-2015, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაის- გაენათის ეპარქიას კიდევ ერთი ახალი ტაძარი შეემატა. გუმათის დასახლებაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. ტაძარში საზეიმო წირვა- ლოცვაც აღევლინა. ტაძარი შემოწირულობებით აშენდა. გარკვეული ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ქუთაისის მერიის ხელშეწყობით მოხდა.