"ქუთაისში უკომკავშირო კომუნიზმი მივიღეთ", -რაში ადანაშაულებენ ქუთაისის მერიას?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს. ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერიამ პარკირების მომგებიანი ბიზნესი საკუთარი მმართველობის ქვეშ მოაქცია.
თორნიკე ბარათაშვილი არასწორს უწოდებს მერიის მიერ შპს "პარკინგსერვისი"-ს დაფუძნებასა და მისთვის გუგუნავას #2-ში არსებული ქონების გადაცემას. აღნიშნულ შპს-ს ქალაქში პარკირების ადგილების მოწესრიგება ევალება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი დაფუძნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით სამჯერ გამოცხადებული აუქციონი ჩავარდა.
"ქუთაისის მერიამ ნაციონალიზაცია გაუკეთა პარკირების ბიზნესს და სახელმწიფოს ბალანსზე გადაიტანა. ქალაქის რამდენიმე ათეულმა მერმა ვერ მოახერხა ის, რაც მოახერხა შოთა მურღულიამ. ქუთაისში უკომკავშირო კომუნიზმი მივიღეთ, რომლის მმართველობასაც ახდენს შოთა მურღულია. ქუთაისის მერია არ უნდა ერეოდეს იმაში, რაც კერძოა," - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
შპს "პარკინგსერვისი" მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დარეგისტრირდა. "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ქალაქში არსებულ დაახლოებით 274 ადგილზე 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ხოლო შპს-ს ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 15 ადამიანით არის განსაზღვრული. ბარათაშვილი აცხადებს, რომ დასაქმებულთა აღნიშნულ რაოდენობას მერია საარჩევნოდ გამოიყენებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია ამ დროისათვის უცნობია.