ქუთაისში საზოგადო მოღვაწეთა საფლავების კურთხევა ტრადიციად დამკვიდრდება

ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავების კურთხევა და პატივგება მოხდა. ღონისძიება ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შედგა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მერიის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ელისო ქაროსანიძე, ასევე, ქალაქის სხვადასხვა სფეროსა და დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ელისო ქაროსანიძის თქმით, დღევანდელი ღონისძიება ტრადიციად იქცევა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავების მოვლა-პატრონობაზე ვალდებულებას კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები აიღებენ. თავად კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ კი ხუთი საზოგადო მოღვაწის საფლავის მოვლა-პატრონობა ითავა.