ორ თვეში ქუთაისში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
თარიღი : 21-09-2015, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ მიულოცა. ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი რამდენიმე ბაღში მივიდნენ და ღონისძიებას დაესწრნენ. ქუთაისში სულ 35 ბაღი ფუნქციონირებს. ყველა დაწესებულება ახალ სეზონს მომზადებული შეხვდა. ორ თვეში ქალაქს კიდევ ორი ახალი ბაღი შეემატება, რომლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.