Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თარიღი : 21-09-2015, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მყოფი 20 წლის გიორგი ადეიშვილის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ადეიშვილს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა შეუფარდა.
ოჯახის წევრების თქმით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გიორგი ადეიშვილი გაამართლა, თუმცა ბრალდების მხარემ ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. პატიმრის ახლობლების თქმით, მოზარდი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პერიოდულად პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს.
„ჩემი შვილიშვილი პოლიციამ გასული წლის ოქტომბერში დააკავა, სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და წამალი ჩაუდეს. სამტრედიის სასამრთლომ ადგილობრივ სამართალდამცავებს არ დაუჯერა და ჩემს შვილიშვილს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინა, თუმცა პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა და მათ პროცესი მოიგეს. ბავშვი ციხეში პერიოდულად შიმშილობს, ახლაც სექტემბრის თვეში 6 დღე შიმშილობდა, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და მოხდეს საქმის გადახედვა“, - აცხადებს ადეიშვილის ბებია.


ნანახია: 1636-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებული პროტესტის ფორმას მომავალში უფრო დაამძიმებს და პირს ამოიკერავს.
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
როგორც სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მყოფი ლაშა გურეშიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ
პატიმრის უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტაქსის მძღოლის ყაჩაღობას ედავებიან, რაც სიმართლეს არ
ბრალდებულ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრების თქმით, ის 48 დღეა, შიმშილობს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.