მედიის წარმომადგენლებს ქუთაისში, ღვინის წარმოების გახსნის ცერემონიაზე ეპატიჟებიან

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს მედიის წარმომადგენლებს ქუთაისში, ღვინის წარმოების გახსნის ცერემონიაზე.
ცოტა ხნის წინ, ორმა ადგილობრივმა კოოპერატივმა „თერჯოლის ღვინო“ და „მეღვინეობა საზანო“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში მიიღო თანადაფინანსება ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისთვის, რაც ღვინის წარმოების გაზრდას, ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სისტემის შექმნას მოხმარდა.
ENPARD-ისა და People in Need-ის ტექნიკური დახმარებით, რამაც 76 642 ლარი შეადგინა, კოოპერატივმა „მეღვინეობა საზანო“ უახლესი ტექნიკური საშუალებები მიიღო და ამ აქტივების საშუალებით ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოსხმას შეძლებს. მისი წარმოების მოცულობა პირველი წლისთვის 600 ლიტრი იქნება.
ხოლო კოოპერატივ „თერჯოლას ღვინის“ ტექნიკური გადაიარაღებისათვის ENPARD-ისა და People in Need-ის თანადაფინანსებამ 74 365 ლარი შეადგინა, რაც მას საშუალებას მისცემს პირველ წელს 2 850 ლიტრი ღვინო აწარმოოს, რომლის მთლიანი ღირებულება 72 456 ლარი იქნება.
გასვლითი ტური ხუთშაბათს, 2015 წლის 24 სექტემბერს 13:00 საათზე თერჯოლაში, გამგეობის შენობის წინ დაიწყება.