Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის უნივერსიტეტმა სასწავლო წელი განაახლა-რა სიახლეები ხვდებათ სტუდენტებს?

თარიღი : 21-09-2015, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ -მასწავლებლებს ადგილობრივმა მთავრობამ მიულოცა.
ქუთაისის უნივერსიტეტი არსებობის 24- წლიან ისტორიას ითვლის. სასწავლებელი ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო დასავლეთ საქართველოში.

„საქართველოში დღეს უკვე 74 უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებაა, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებს შორის ძნელად თუ მოიძებნება 24-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება და თანაც, ქუთაისის უნივერსიტეტი არის თბილისს გარეთ მდებარე ერთადერთი კერძო დაწესებულება, რომელიც ატარებს უნივერსიტეტის სტატუსს და ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს - ანუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტი უკვე 6 წელია ახორციელებს ასევე სადოქტორო პროგრამებს ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით,“ - ამბობს სასწავლებლის დამფუძნებელი და რექტორი ლელა ქელბაქიანი.

ლელა ქელბაქიანის თქმით, სასწავლებლის წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან 40% თავისი პროფილის შესაბამისად უკვე დასაქმებულია. აღნიშნულს რექტორი იმას უკავშირებს, რომ სტუდენტთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისათვის უნივერსიტეტში შექმნილია შესაბამისი სამსახური, რომელიც ეხმარება მათ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში მრავალფეროვანი სტაჟირების პროგრამების მოძიებაში.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის მიმართ დაინტერესებას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ გასული წლის მონაცემებით სასწავლებელს საქართველოში მერვე ადგილი უჭირავს საერთაშორისო პროექტების რაოდენობის მხრივ. ასევე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მთელ საქართველოში მხოლოდ 5 ახალი პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მათ შორის ერთ-ერთი - ქუთაისის უნივერსიტეტის მონაწილეობით.

„ქუთაისის უნივერსიტეტი 2008 წელს პირველად ჩაერთო ევროკავშირის პროექტებში და ჩვენი მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულების შედეგად იმდენად სასურველი და მისაღები პარტნიორები გავხდით ჩვენი ევროპელი კოლეგებისათვის. სწორედ ამ პროექტების შედეგია ერთის მხრივ უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა. გასულ წელს ქუთაისის უნივერსიტეტის 5 სტუდენტი გაემგზავრა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად და მათი სწავლებისა და ცხოვრების ხარჯები სრულად დააფინანსა ევროკავშირმა. მიმდინარე წელს ოთხი სტუდენტი იგივე პროექტებით გაემგზავრა ევროპაში.

ასევე სიამაყით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდა აქტიური სასწავლო პროცესისა ქუთაისის უნივერსიტეტი ასევე უზრუნველყოფს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, ამ მიზნით ჩვენთან ფუნქციონირებს სპორტის და კულტურის სამსახური. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს შვიდკაცა რაგბის კლუბი, რომელსაც სპონსორობას უწევს ქუთაისის უნივერსიტეტი,“ - ამბობს ლელა ქელბაქიანი.

გარდა ამისა, სასწავლებელში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი აბიტურიენტთა შორის ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. მიმდინარე წლის კონკურსის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ:
4 წლის მანძილზე 100% სასწავლო გრანტის მფლობელი გახდა - ზვიად გიორგაძე, რომელსაც პარალელურად მოპოვებული აქვს აქვს 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ამდენად ჩვენი საკონკურსო დებულების თანახმად, გარდა იმისა, რომ ზვიადი 4 წლის განმავლობაში ისწავლის უფასოდ, ასევე მას ყოველწლიურად სტიპენდიის სახით გადაეცემა 900 ლარი.
50-50% გრანტი წილად ხვდათ ნოდარ რობაქიძესა და კახა ოსაძეს, შესაბამისად, გადაიხდიან სწავლის ქირის მხოლოდ ნახევარს.

ყოველწლიურად, წლის საუკეთესო შედეგების მქონე ერთ სტუდენტს ყველა კურსზე ენიშნება 60 ლარიანი სტიპენდია, მეორე შედეგის მქონეს - 50 და მესამეს - 40 ლარი ყოველ თვეში.
გარდა ამისა, ყოველწლიურად წლის საუკეთესო და ყველაზე აქტიურ ორ სტუდენტს ენიშნება დამფუძნებლების - ვალიკო ქელბაქიანისა და რევაზ ლაღიძის სახელობის სტიპენდიები, თითოეულს 100 ლარის ოდენობით თვეში. მიმდინარე წელს ვალიკო ქელბაქიანის სახელობის სტიპენდიანტი გახდა გიზო სართანია. ხოლო რეზო ლაღიძის სახელობის სტიპენდია თინათინ ბერაძეს შეხვდა.

„ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ჩვენს სტუდენტებს, რომ ივერიის და საქართველოს გაბრწყინება მხოლოდ განათლებულ თაობას შეუძლია. განათლებული თაობა შეძლებს საქართველოს გადაქცევას ძლიერ სახელმწიფოდ. ჩვენ სტუდენტებს ვთხოვთ, რომ გამოიჩინონ თავი და მაქსიმალური წაიღონ უნივერსიტეტიდან,“ - ამბობს ლელა ქელბაქიანი.


ნანახია: 3982-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა სტუდენტებს სამახსოვრო მაისურები და ბუკლეტები გადასცა. ასევე, გაირკვა იმ
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ცხრა სტუდენტი ჩაირიცხა.

ამინდი