"თუ ვინმეს ჰგონია ქუთაისის ეკონომიკური განვითარების პროგრამა კაბინეტში დაიწერება,ძალიან ცდება"

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ქუთაისი დიდ კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციაზე ქალაქის განვითარების კუთხით მოქალაქეებისგან ადგილობრივ ხელისუფლებაში შესულ იდეებს განიხილავენ.
ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე და მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური მიმართულების პროფესურას შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მოქალაქეებისგან შესული იდეების დამუშავება და კონფერენციაზე მათი პროექტის სახით წარმოდგენა სთხოვეს.
„საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიდება ქუთაისის განვითარების გეგმა. პირველ რიგში ეკონომიკური მიმართულებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პროგრამა მერიის რომელი კაბინეტში ჯდომით დაიწერება, ძალიან ცდება. ეს უნდა მოხდეს ხალხისა და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით,“ - ამბობს შოთა მურღულია.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით, მოსახლეობისგან დაახლოებით 70-მდე იდეა შევიდა. როგორც კლდიაშვილი ამბობს, იდეები ყველა სფეროს ეხება.