ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილი კონცერტი დღეს გაიმართება
თარიღი : 21-09-2015, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი სახეები- დათუნა მგელაძე, ოთო ნემსაძე, ნინი ბადურაშვილი, მეგი გოგიტიძე და ოჩოს ქოხი მიიღებენ. ღონისძიებას ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ანდღულაძე წაიყვანს.
კონცერტი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე რეაბილიტირებულ უბანში გაიმართება. როგორც ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში აცხადებენ, ამგვარად ადგილობრივი ხელისუფლება მოსწავლეებს და სტუდენტებს საჩუქარს უკეთებს.
ცნობისთვის, კონცერტი 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილება მწერლისა და დრამატურგის, რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მიიღო.