"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო", -ნინო კუპრავა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ფილოლოგისს მეოთხე კურსის სტუდენტი, შპს ,,ახალი ქსელების" თანამშრომელი ნინო კუპრავაა.
" ქუთაისი ოდითგანვე საქართველოს მეორე ქალაქად ითვლებოდა და ძალიან რთულია ამ ქალაქის ,,მერობა", მაგრამ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს გონებრივი რესურსი, პროგრამა და სწორი გეგმები თუ როგორ უნდა განავითაროს ეს ისტორიული ქალაქი, შეუძლებელი არაფერია.
უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით აუცილებელია ქუჩები განთავისუფლდეს ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩის კუთხეებთან დგანან და მოწყალებას ითხოვენ. ამ ადამიანებს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გამოუყოს დამატებით კომპენსაცია და აუკრძალოს ქუჩაში ხელგაწვდილი დგომა, რადგან ეს ამახინჯებს ქალაქის იერ–სახეს.
კერძო მეწაარმებს, რომლებიც სოლიდურ შემოსავლებს ღებულობენ ბიზნესით, აუცილებლად უნდა დაევალოთ თავიანთი ფართის იერ–სახის მოწესრიგება. მერია და სახელმწიფო მათ ფასადებს ვერ შეღებავს, ბიუჯეტი ვერ გაწვდება. აქედან გამომდინარე, ეს მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს (ეს არ ნიშნავს ბიზნესში ჩარევას. ეს ზრუნვაა ქალაქზე, რაც ყველა მოქალაქის ვალდებულებაა).
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ქალაქში ჩამოსული ტურისტების რამდენიმე ჯგუფთან შეხვედრას დავავალებდი შესაბამის სამსახურს. დავეკითხებოდი მათ ,რას შეცვლიან ქალაქში და რა სახის მოდელის აღებას გვირჩევდნენ თავიანთი ქვეყნიდან ქალაქის განვითარების მიზნით.
და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, კონტაქტში ვიქნებოდი მოსახლეობასთან, რადგან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის განვითარებისა და წარმატებული საქმიანობისთვის," - ამბობს ნინო კუპრავა.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.