პაატა ზაქარეიშვილი ხონში დევნილებს შეხვდა
თარიღი : 20-09-2015, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ხონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, მინისტრი ხონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრას ძირითადად დევნილები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას დაისვა ის ძირითადი სდაკითხები, რაც დევნილების პრობლემებს ეხება. დისკუსია მინისტრთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.დევნილებმა იმსჯელეს იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რომელიც კონფლიქტის ზონაში არსებობს და მინისტრისგან სამომავლო სტრატეგიაც მოისმინეს.