პროექტი 'პოლიტიკური პარტია' აქტიურ ფაზაში შევიდა
თარიღი : 19-09-2015, 19:41 | კატეგორია: ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია "ricdog-ის"პროექტი"პოლიტიკური პარტია" აქტიურ ფაზაში შევიდა.
ქუთაისის უნივერსიტეტში დღეს სიმულაციური თამაშის ერთ-ერთი მონაწილე პარტიის "ახალი თაობის" ყრილობა გაიმართა. მოწვეულმა დელეგატებმა ჯერ დღის წესრიგი დაამტკიცეს , ხოლო შემდეგ კი პარტიის თავჯდომარე.
ყრილობაზე მოწვეულ სტუმრებს "ახალმა თაობამ" მისი წესდება და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"დღევანდელ ყრილობაზე ყურადღება გამახვილდა პარტიის სამომავლო გეგმებზე და მის სამომავლო მიზნებზე, იმაზე თუ რისთვის იბრძვის ეს პარტია და როგორ ესახება საზოგადოების წინსვლის გზები"- განაცხადა "ახალი თაობის" წევრმა კრისტინე ნამიჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე სამივე სიმულაციური პოლიტიკური პარტიის ყრილობა ჩატარებულია. პროექტის ხანგრძლივობა ექვს თვეს მოიცავს. სიმულაციურ პარტიებს ჯერ საარჩევნო ციებ-ცხელება, ხოლო შემდეგ კი არჩევნები ელოდებათ წინ.