წყალტუბოში დასუფთავების აქცია გაიმართა
თარიღი : 18-09-2015, 22:27 | კატეგორია: ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასახელმწიფო, არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს და დაასუფთავეს ბალნეოპარკის, ცივი ტბისა და სხვადასხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები. აქციაში საჯარო სკოლების მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ.
კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები” ინიციატივით მოეწყო.