"ილო"- ფოტოკონკურსი თავისუფალი თემით და ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენის ამბიციით

ქუთაისის მერიამ ქალაქში ტრადიციადქცეულ ფოტოკონკურსზე ნამუშევრების მიღება დაიწყო.
საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. ფოტოკონკურს "ილოს“ ორგანიზებას ქალქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
ფოტოკონკურს "ილოს" მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის – I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. 2011 წლიდან ფოტოკონკურს "ილოს" ახალი ნომინაცია "ხალხის სიმპატია" დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელ www.facebook.com–ზე მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამსახურის გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით გამოვლინდება. იმავე წლიდან ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.
2015 წელს ძირითადი კონკურსის თემა არის თავისუფალი. სექცია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა კი არის „ქუთაისი: ქალაქი და ადამიანები“