ქუთაისელი სტუდენტები დვანში მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ
თარიღი : 30-09-2013, 18:49 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა

"არა მცოცავ ოკუპაციას", ამ დევიზით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დვანში აქციას გამართავენ. სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქცია დვანში 2 ოქტომბერს გაიმართება. აქციის ორგანიზატორის მონიკა მარღანიას განცხადებით, სტუდენტთა დიდი ნაწილი რუსეთის ქმედებას აპროტესტებს და ამიტომ ქუთაისელმა სტუდენტებმა პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვა გადაწყვიტეს.
"რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას, უნივერსიტეტმა გამოგვიყო 1 მიკროავტობუსი და დახმარებას ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსიც დაგვპირდა, რადგან დვანში წასვლის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს გააჩნია", - განაცხადა მარღანიამ.