ქუთაისის მერმა ჰიმალაის მთებიდან დაბრუნებულ მთამსვლელს უმასპინძლა
თარიღი : 18-09-2015, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მთამსვლელი მერაბ ნემსიწვერიძე დღეს ქუთაისის მერს შეხვდა. ქუთაისელი მთამსვლელი ჰიმალაის მთებიდან დაბრუნდა. სპორტსმენი 12 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ექსპედიციაში ჰიმალაის მთებში იმყოფებოდა. მერაბ ნემსიწვერიძე ერთადერთი ქართველი იყო 18 კაციან ჯგუფში, რომელმაც მწვერვალი პარაჩამო პუჩე დალაშქრა. აღნიშნული მწვერვალის სიმაღლე 6 279 მეტრია. შოთა მურღულიამ მას წარმატება მიულოცა. შეხვედრას პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდა. მთასვლელის საერთაშორისო ექსპედიაში მონაწილეობა ქუთაისის მერიამ დააფინანსა.