Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეუფე იობი: თუ გინდა ქართველობა იგრძნო, უნდა ჩამოხვიდე იმერეთში

თარიღი : 18-09-2015, 02:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და სხვა სასულიერო პირები, წყალტუბოში მდებარე ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლს ესტუმრნენ. მეუფემ ოტიას იოსელიანის საფლავი მოინახულა და კლასიკოსის ღვაწლზე ისაუბრა.

„ოტია იოსელიანი იყო ვაჟკაცი, მისი სიტყვა აფხიზლებდა ერს, ის ყოველთვის მართალ სიტყვას ამბობდა, და ჩვენი მომავალი უნდა აღვზარდოთ მისი ნაწარმოებების სულისკვეთებით,“ - განაცხადა მეუფე იობმა.

მეუფის მასპინძელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე იყო. შეხვედრაზე, მეუფეს საკვირაო სკოლა „ოტიაურის“ მოსწავლეებმა, ფოლკლორულ ანსამბლ „ნადურის“ წევრებმა, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და სახალხო თეატრის მსახიობებმა პატრიოტულ თემებზე მომზადებული პერფორმანსი წარმოადგინეს, სადაც სხვა დიდ კლასიკოსების გვერდით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის - პატა ახალაძის ლექსებიც წაიკითხეს.

მეუფე იობმა შეკრებილი საზოგადოება დალოცა. მანვე მადლობა გადაუხადა ოტია იოსელიანის შვილს დაჩი იოსელიანს, რომელიც უშუალოდ აცნობდა მამის სახლში დაცულ პირად ნივთებს და შემოქმედებას წყალტუბოს მუნციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ახალაძეს და თვითმართველობის წარმომადგენლებს.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის თქმით, ქართველი ერის გენი და ლაზათი საქართველოში, ყველაზე მეტად იმერეთში იგრძნობა.

„თუ გინდა ქართველობა იგრძნო უნდა ჩამოხვიდე იმერეთში. რომ უკვირდები საქართველოს რუქას, იმერეთს ყველა რეგიონთან შეხება აქვს. აქედან უნდა აღონძინდეს საქართველო, სულიერი კუთხითაც, ეკლესიური მხარე უფრო მეტად არის დაცული იმერეთში, ვიდრე სხვაგან. როცა მე ქართლში ჩავედი, არ იცოდნენ რომ მიცვალებულს წესის აგება უნდოდა, აქ კი კომუნისტების დროიდან აკეთებენ ამას. ეს არის ყველაზე შეურყვნელი რეგიონი, ძალიან მინდა ხოლმე ჩემს მრევლთან ქართველობაზე ვისაუბრო, მაგრამ ეთნიკურად მრავალფეროვანი მრევლის შემადგენლობა არ მაძლევს სრულად საშუალებას ქართველობაზე განსაკუთრებით ვისაუბრო. აქ იმერეთში, შეიძლება პატრიოტულ თებმაზე იქადაგო და მოუწოდო ხალხს. ჩვენ ძალიან მცირერიცხვანი ერი ვართ და ერმა და ბერმა უნდა მიხედოს საქართველოს. როცა გული გტკივა სამშობლოზე ეს აუცილებლად უნდა თქვა. თუ სასულიერო პირმა არ თქვა აბა ვინ უნდა თქვას, როცა სამშობლოს ჭირდება? მარაბდის ველზე დაეცნენ სასულეირო პირები, ეს ჭირდებოდა სამშობლოს და იმიტომ. ამ პრინციპით უნდა დავიცვათ მომვალში ჩვენი სამშობლო. მტერი უკვე ხმლით აღარ შემოდის. უკვე სხვა საშუალებებით ხდება ბრძოლა, მინდა ამ ლოცვით შევხვდეთ და დავემშვიდობოთ ერთმანეთს - კურთხეულ არს მომვალი სახელითა უფლისათა!“, - განაცხადა მეუფემ.


ნანახია: 9259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოტია იოსელიანის დაბადებიდან 87-ე წელთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მწერლის ეზოში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენცია ქართული პროზის რაინდად შერაცხული შემოქმედის ნაწარმოებების განხილვას მიეძღვნა.
დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ მამისათვის სამუშაოდ და სტუმრების მისაღებად საყვარელი ადგილი სახლის აივანი იყო. აივნის გარდა მწერალი